ლიდერი აუდიტორული მომსახურების გაწევაში

SBC Audit არის დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული აუდიტორული ფირმა, რომელიც ლიცენზირებულია და ოპერირებს საქართველოში, სპეციალიზირდება ფინანსური ანგარიშგების აუდიტში, საგადასახადო შესაბამისობის დადგენაში, საგადასახადო დავებში წარმომადგენლობასა და ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში. ჩვენს პროფესიონალებს აქვთ დახმარების გაწევის მრავალწლიანი გამოცდილება ადგილობრივი და ტრანსნაციონალური კომპანიებისათვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში, ფინანსური სახსრების მართვაში და ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციაში. SBC Audit მოწოდებულია მიაწოდოს გამორჩეული მომსახურება კლიენტებს, ჩვენი გადაწყვეტილებების მორგებით კლიენტებისა და მათი ბიზნეს საქმიანობის უნიკალურ საჭიროებებზე, რათა გამარტივდეს ფინანსური ანგარიშგება, დაიზოგოს ფული და დრო.

SBC Audit, SunBreath Corp. Legal Services-თან (“SBC Legal”) და SBC Management-თან ერთად არის SBC Holding-ის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურების გაწევას კლიენტებისათვის მსოფლიოს მასშტაბით. SBC Audit მიზნად ისახავს დაეხმაროს ბიზნეს სუბიექტებს მკაცრი ანგარიშგების ვალდებულებების შესრულებაში ურთიერთნდობის პრინციპებზე დაყრდნობით. ჩვენი ფირმა აერთიანებს აუდიტის საერთაშორისო მეთოდოლოგიას, რომელიც პრაქტიკაში ქართულ ბაზარზე ინერგება უმაღლესი ხარისხითა და ეფექტურობით.

SBC Audit იყენებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს აუდიტის მომსახურების გაწევისას, რაც თავის მხრივ მოიცავს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მეცნიერებების მიღწევების გამოყენება/გათვალისწინებას ფინანსური სტრატეგიის არჩევისას. ჩვენი ფირმა აწოდებს შესაბამის მომსახურებას კლიენტებს, განურჩევლად მათი ზომისა, სტრუქტურისა და საქმიანობისა.

სათანადო გარანტიები

ჩვენი გუნდი მომსახურების გაწევისას იძლევა შემდეგ გარანტიებს:

  • ბიზნეს სექტორის გააზრება; 
  • ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მენეჯმენტის მეთოდების გამოყენება; 
  • კულტურული განსხვავებების გათვალისწინება; 
  • უმაღლესი ხარისხის სტანდარტები.
გაიგეთ მეტი

SBC Audit UK Ltd – რეგისტრირებულია დიდი ბრიტანეთის კომპანიების შესახებ აქტის (2006) შესაბამისად; რეგისტრაციის ნომერი: SC747223; მისამართი: 39/5 Granton Crescent Edinburgh, EH5 1BN, the United Kingdom (ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი);

SBC Audit Georgia (ესბისი აუდიტ საქართველო) – ეკუთვნის SBC Audit UK Ltd-ს და დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; საიდენტიფიკაციო ნომერი: 404476679; აუდიტორული საქმიანობის ლიცენზიის ნომერი: SARAS-F-177691.

Back to top