ეკატერინე გედევანიშვილი
ფინანსური მენეჯერი
ეკატერინე გედევანიშვილი იკავებს ფინანსური მენეჯერის პოზიციას SBC Audit-ში. მის სპეციალიზაციას მიეკუთვნება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, ბუღალტერიისა და საგადასახადო შესაბამისობის დადგენის მიმართულებები. ეკატერინეს აქვს აუდიტორულ, ბუღალტრულ და საგადასახადო საკითხებზე მუშაობის ათ წელზე მეტის გამოცდილება. იგი პასუხისმგებელია ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასკვნების მომზადებაზე, საგადასახადო რისკების გამოვლენაზე, ფინანსური გეგმებისა და სტრატეგიების შემუშავებაზე, რომელთაც მოაქვს მოგება კლიენტებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაში.
SBC Audit-ის გუნდთან შემოერთებამდე, ეკატერინე მუშაობდა ბიზნეს სუბიექტებისათვის. ის პასუხისმგებელი იყო საგადასახადო საკითხებზე კონსულტაციის გაწევაზე, ბუღალტრული სისტემების შემუშავებაზე და ფინანსური ანგარიშგების დასკვნების მომზადებაზე. ეკატერინე გედევანიშვილი ასევე იკავებდა მთავარი ბუღალტრის თანამდებობას კომპანიებში, რომლებიც საქმიანობენ გაყიდვების, სასტუმრო ქსელების მართვისა და ლოგისტიკის მიმართულებებით. ეკატერინე გედევანიშვილი ასევე მუშაობდა კერძო აუდიტორულ კომპანიებში და პასუხისმგებელი იყო საგადასახადო დაგეგმვაზე, ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასკვნების სისწორის ზედამხედველობაზე. მას აქვს მრავალმხრივი გამოცდილება ბუღალტრული სისტემების ოპტიმიზაციისა და ERP სისტემების დანერგვის, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების IFRS-ის სტანდარტების შესაბამისად.
ეკატერინე გედევანიშვილი ფლობს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტისგან. ასევე, იგი ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნეს ადმინისტრირებაში იმავე უნივერსიტეტისგან. მშობლიურ ქართულთან ერთად, ეკატერინე თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
განათლება
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი (2009-2011)
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი (2005-2009)
ენები
ქართული
ინგლისური
რუსული