გვანცა ელგენდაშვილი

უფროსი მრჩეველი | საკონსულტაციო დეპარტამენტი

გვანცა ელგენდაშვილი იკავებს უფროსი მრჩევლის პოზიციას SBC Audit UKში. მისი სპეციალიზაციის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ბიზნესის, საკორპორაციო, ფასიანი ქაღალდების, მოთხოვნის უზრუნველყოფის, ინტელექტუალური საკუთრებისა და გაკოტრების სამართალი. გვანცა არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რომელიც ასრულებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრიის ორმაგი აკრედიტაციის მქონე სადოქტორო პროგრამას. მისი სადისერტაციო თემა – Securitization of Intellectual Property Assets: In Search of Efficient Rules (ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სეკურიტიზაცია: ეფექტური ნორმების ძიებაში) შეეხება სამართლის სამ მიმართულებასფასიანი ქაღალდების, მოთხოვნის უზრუნველყოფისა და ინტელექტუალური საკუთრების სამართალს. გარდა აღნიშნულისა მისი კვლევის საგანს წარმოადგენს ევროკავშირის შიდა ბაზრის სამართალი. გვანცა არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სადოქტორო ჯილდოს მფლობელი უნიკალური სამართლებრივი კვლევისათვის. გვანცა ელგენდაშვილს ასევე მინიჭებული აქვს სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსების (CFA) ინვესტიციების პროფესიონალის სერტიფიკატი 2022 წელს.

გვანცა ელგენდაშვილი წლების განმავლობაში იკავებდა უფროსი იურისტის პოზიციას SBC Legal-ში. მან მიიღო მრავალმხრივი გამოცდილება მაღალპროფილური \საერთაშორისო და ნაციონალური კლიენტების წარმოდგენისას ფართო პროფილის მრავალმილიონიან ტრანზაქციებში. გვანცა ასევე იკავებდა თანაპარტნიორისა და უფროსი იურისტის პოზიციას SYNCHRONIUM®-ში, საერთაშორისო ინოვაციური კომპანიაში ბლოქჩეინის ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელიც ეხმარება ბიზნესს ციფრული აქტივებისა და კრიპტოგრაფიული ტოკენების ინტეგრაციაში. იგი ასევე მუშაობდა იურისტის პოზიციაზე საერთაშორისო სამშენებლო კომპანიებში.

პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, გვანცა აქტიურად არის ჩართული სამართლის სწავლების პროცესებში. იგი ასწავლიდა ფასიანი ქაღალდების, მოთხოვნის უზრუნველყოფისა და კორპორაციის ფინანსირების სამართალს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ვენა, ავსტრია). ასევე, იგი უძღვება შვიდზე მეტ საბაკალავრო და სამაგისტრო კურსს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (თბილისი, საქართველო).

გვანცა ფლობს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ბიზნეს სამართალში და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს კერძო სამართალში.

გვანცა ელგენდაშვილი არის აკადემიური სტატიებისა და ნაშრომების ავტორი საკორპორაციო, გაკოტრების, მოთხოვნის უზრუნველყოფისა და ინტელექტუალური სამართლის მიმართულებით.

მშობლიური ქართულის გარდა, გვანცა თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, ასევე აქვს საშუალო ცოდნა თურქული და გერმანული ენების.

განათლება

სამართლის დოქტორიცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (დასრულების თარიღი 2024) (GPA 4.0/4.0)

მაგისტრი საერთაშორისო ბიზნეს სამართალშიცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (წარჩინებით) (2018)

კერძო სამართლის მაგისტრიივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (წარჩინებით) (2019)

ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამა (HERMES Erasmus Mundus გაცვლითი პროგრამა) – ტალინის უნივერსიტეტი (2015/2016)

სამართლის ბაკალავრიივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (წარჩინებით) (2016)

*აქვს სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსების (CFA) ინვესტიციების პროფესიონალის სერტიფიკატი (2022)

აკადემიური სტატიები
  1. Elgendashvili, G. (2023). The Concept of Originality as Explored in Georgia. In: Gupta, I. (eds) Handbook on Originality in Copyright. Springer, Singapore.
    https://doi.org/10.1007/978-981-19-1144-6_11-1
  2. Elgendashvili G. (2023). A Note For the Need of Regulating Private Debt Collectors’ Activities in Georgia –Existing Regulatory Gap and Selected Comparative Approaches. Law and World.
  3. Elgendashvili G. (2019). Director Non-Monetary Remuneration as an Internal Mechanism of Corporate Governance: Prospects of Application in Georgia, Tbilisi State University National Science Library.
  4. Elgendashvili G. (2018). Economic Analysis of Deterrence Through Criminal Law. Georgian Law Journal Vol. 2. Issue 1.
  5. Elgendashvili G. (2018). Ethical Considerations of Corporate Social Responsibility: Do Business Entities Have Positive Human Rights Obligations? The Activist.
  6. Elgendashvili G. (2018). From the Dodge Case to Corporate Social Responsibility – The Rise of Benefit Corporations: Lessons to Georgia in Light of the U.S. Experience. Central European University ETD Collection.

ენები

ქართული
ინგლისური
რუსული
თურქული
გერმანული

Back to top