ნიკა კორაშვილი

ხელმძღვანელი | აუდიტის დეპარტამენტი

ნიკა კორაშვილი ხელმძღვანელობს აუდიტის დეპარტამენტს. მისი სპეციალიზაციის სფეროა სავალდებულო აუდიტის ჩატარება, საგადასახადო შესაბამისობის დადგენა, საგადასახადო დავებში წარმომადგენლობა, ასევე, კორპორაციული ფინანსირება. ნიკა მონაწილეობას იღებს მაღალპროფილური კლიენტების ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ნიკა კორაშვილს აქვს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების მრავალმხრივი გამოცდილება მრავალმილიონიანი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Innovated Software, GeoMIT და TlexoTech. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის მომზადების კომპანიებისათვის, რომლებიც საქმიანობენ საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) და ტელეკომუნიკაციების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, სამომხმარებლო და ინდუსტრიული პროდუქციის მიწოდების, სერვისების გაწევის, სამშენებლო და ენერგეტიკის მიმართულებებით

SBC Audit-ის გუნდთან შემოერთებამდე, ნიკა იკავებდა უფროსი აუდიტორის პოზიციას RSM Georgia-ში, წარმოადგენდა მაღალპროფილურ ქართულ და უცხოურ კლიენტკომპანიებს საგასახადო რისკების გამოვლენის პროცესში ალტერნატიული აუდიტის ჩატარების გზით, ასევე, უწევდა სათანადო ფინანსურ კონსულტაციებს.

ნიკა კორაშვილმა დაასრულა ქართულამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. იგი იყო საერთაშორისოდ ცნობილი Quant’s Group-ის წევრი უნივერსიტეტში. აღნიშნული ჯგუფის პროგრამა გათვლილია მხოლოდ იმ სტუდენტებზე, რომელთან აქვთ გამორჩეული ინტერესი და შესაძლებლობები ფინანსების მიმართულებით. ნიკა არის განსაკუთრებული ნიჭის მქონე პროფესიონალი ფინანსების სფეროში. მას ასევე მოპოვებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში წარჩინებით.

ნიკა არის საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის წევრი. მშობლიური ქართულის გარდა, იგი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

განათლება

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების დეპარტამენტი, 2015, ბაკალავრის ხარისხი (წარჩინებით)

ენები

ქართული
ინგლისური
რუსული

Back to top