მომსახურება სხვადასხვა ინდუსტრიისთვის

SBC Audit სხვადასხვა სექტორში ჩართულ ბიზნეს სუბიექტებს სთავაზობს ფინანსური ანგარიშგების აუდიტისა და საკონსულტაციო მომსახურებას. სხვადასხვა ინდუსტრიაში ჩართული კომპანიები ხვდებიან დაბრკოლებებს, როგორებიცაა რეგულაციების ცვლილება, რთული ეკონომიკური გარემო და ტექნოლოგიური განვითარება. SBC Audit წარმოადგენს სექტორზე-მორგებულ მიდგომას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა კლიენტების წინაშე მდგარი გამოწვევები გადაიჭრას.

სამომხმარებლო სექტორი & საცალო ვაჭრობა

სამომხმარებლო სექტორსა და საცალო ვაჭრობაში ჩართული კომპანიები მოწოდებულნი არიან იპოვონ სწორი ბალანსი მიმდინარე ოპერაციებსა და სამომავლო ზრდას შორის. SBC Audit აწოდებს ფინანსური ანგარიშგების აუდიტისა და საგადასახადო შესაბამისობის დადგენის სერვისებს კომპანიებს, რაც გათვლილია სამომხმარებლო სექტორში და საცალო ვაჭრობაში ჩართულ კომპანიებზე, რომელთაც სურთ სწრაფად ადაპტირდნენ ცვალებად ბიზნეს გარემოში, გაზრდილ კონკურენციაში, გამოწვევებით სავსე სექტორში. ჩვენ შეგვიძლია მოვარგოთ ჩვენი შეთავაზებები კლიენტების სპეციფიკურ გარემოებებს და მივაწოდოთ ღირებული მოსაზრებები/კომენტარები შემდგომი განვითარებისთვის.

ენერგეტიკის სექტორი

SBC Audit-ს აქვს მრავალმხრივი გამოცდილება საკონსულტაციო ბიზნესში ოპერირების ენერგეტიკის სექტორში საქართველოში და რეგიონში. ჩვენი გამოცდილებითა და შემოთავაზებული მომსახურებებით ვაწვდით სათანადო გადაწყვეტილებებს ნავთობისა და გაზის, ჰიდროელექტროსადგურების, სამშენებლო და სხვა ინდუსტრიულ სექტორებში მოღვაწე ბიზნეს სუბიექტებს.

IT & ტელეკომუნიკაციები

SBC Audit ასევე ემსახურება კლიენტებს, რომლებიც საქმიანობენ საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT), ინოვაციებისა და განვითარების (R&D), ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციის სექტორში. ტექნოლოგიურ გიგანტებთან თანამშრომლობისა და მათთვის მომსახურების გაწევის ჩვენი გამოცდილება, ასევე მათთვის არსებული გამოწვევების გააზრება და შესაბამისი ფინანსური დისციპლინა, გვაძლევს შესაძლებლობას გარდავქმნათ ჩვენი კლიენტი კომპანიების მიდგომები და უზრუნველვყოთ მათი სწრაფი ზრდა.

ადმინისტრაციული ორგანოები & საჯარო სამართლის იურიდიული პირები

ჩვენი პროფესიონალები სთავაზობენ აუდიტორულ და საკონსულტაციო მომსახურებას ადმინისტრაციულ ორგანოებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. SBC Audit ეხმარება მათ თავიანთი ოპერაციების მართვაში. ჩვენს პროფესიონალებს აქვთ მიზანზე ორიენტირებული მომსახურების გაწევის მრავალმხრივი გამოცდილება ადმინისტრაციული ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის მომსახურების გაწევის სფეროში.

ფინანსური სექტორი

SBC Audit სთავაზობს ფინანსურ სექტორში საქმიანობის განმახორციელებელ პირებს აუდიტორულ და საკონსულტაციო მომსახურებას. ჩვენი პროფესიონალები აერთიანებენ სექტორზე ორიენტირებულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას ფინანსურ სექტორში და მათთვის სერვისის გაწევის მიმართულებით. აღნიშნული შესაძლებლობას იძლევა დროულად და ეფექტურად იქნეს წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგებები და შესაბამისი აუდიტის დასკვნები.

კარიერა

ჩვენ ვაერთიანებთ გამორჩეულ პროფესიონალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიიღონ ეკონომიკური გამოწვევები, გადაჭრან მათ წინ მდგარი პრობლემები და უზრუნველყონ კლიენტების მოგების ზრდა.

სამუშაო გარემო

SBC Audit უზრუნველყოფს ინკლუზიურ სამუშაო გარემოს, სწავლის შესაძლებლობებს, მენტორთა სისტემასა და ინოვაციებზე ორიენტირებულ კარიერას. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, გამბედავ და ენთუზიასტ პროფესიონალებს.

ჩვენი კომპანიის ღირებულებები

ნდობა

ერთიანობა

საქმისადმი ერთგულება

ხარისხი

გუნდურობა

ენთუზიაზმი

Back to top