ლევან ბაკურაძე

დირექტორი | გარიგების პარტნიორი

ლევან ბაკურაძე SBC Audit-ში იკავებს დირექტორისა და გარიგების პარტნიორის პოზიციას. მისი სპეციალიზაციის სფეროს წარმოადგენს სავალდებულო და ნებაყოფლობითი ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, საგადასახადო, ბუღალტრული, საჯარო შესყიდვებისა და საბაჟო მიმართულებები. SBC Audit-ში მისი მოვალეობაა, უშუალოდ უხელმძღვანელოს აუდიტის ჩატარების პროცესს და მართავდეს აუდიტორების გუნდს, ასევე წარუდგინოს აუდიტის დასკვნები კლიენტებს, ასწავლოს და მენტორობა გაუწიოს ახალგაზრდა აუდიტორებს, საგადასახადო საკითხებზე კონსულტაცია გაუწიოს მაღალპროფილურ კლიენტებს. ლევანს აქვს ოც წელზე მეტი ხნის გამოცდილება აუდიტის, საგადასახადო და საბაჟო მიმართულებებით.

ბატონ ბაკურაძეს ასევე აქვს საჯარო და კერძო სექტორებში მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება. SBC Audit-თან შემოერთებამდე, იგი იყო რამდენიმე აუდიტორული და ბუღალტრული მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციაში და იკავებდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას თბილისის მერიაში.

ლევან ბაკურაძემ დაასრულა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინჟინერიისა და ეკონომიკის ფაკულტეტი. იგი რეგისტრირებულია „ინდივიდუალურ აუდიტორად“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (სარეგისტრაციო ნომერი: SARAS-A-117605). ლევან ბაკურაძეს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე მინიჭებული აქვს აუდიტის უფლებამოსილების მეორე კატეგორია. იგი ასევე ფლობს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს სერტიფიკატს N5/522.

ლევან ბაკურაძე არის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის წევრი. მშობლიურ ქართულთან ერთად, იგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

განათლება

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინჟინერიისა და ეკონომიკის ფაკულტეტი (ბაკალავრის ხარისხი)

ენები

ქართული
ინგლისური
რუსული

Back to top