ნატალი ჯავახიშვილი
უფროსი ადმინისტრაციული ოფიცერი
ნატალი ჯავახიშვილი იკავებს უფროსი ადმინისტრაციული ოფიცრის თანამდებობას SBC Audit-ში. იგი პასუხისმგებელია კომპანიის ყოველდღიური საქმეების გაძღოლაზე და ზედამხედველობაზე. ნატალი ჩართულია კომპანიის დასახული მიზნების, პოლიტიკებისა და პროცედურების ეფექტურ შესრულებაში. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ადმინისტრაციული პროცედურებისა და სისტემების დაგეგმვა, ადმინისტრაციული საქმიანობის გაძღოლა, კლიენტებისათვის სათანადო დასკვნების დათქმულ ვადებში გადაგზავნის კონტროლი, საოპერაციო დასკვნების მომზადება და შეფასება, ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევა, კლიენტებთან კომუნიკაცია ადმინისტრაციულ საკითხებზე და საერთაშორისო, ტრანსნაციონალური კლიენტების ადმინისტრაციულ მენეჯმენტთან კავშირების დამყარება.
ნატალი ჯავახიშვილს აქვს ფართო გამოცდილება ადმინისტრაციული საქმიანობის მიმართულებით. SBC Audit-ის გუნდთან შემოერთებამდე, ნატალი იკავებდა ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციას SunBreath Corp. Legal Service-ში შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. იგი იყო პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ჯგუფის მუშაობაზე და ზედამხედველობდა კომპანიისათვის მარკეტინგული მომსახურების გამწევი ფირმის საქმიანობას. SunBreath Corp. Legal Service-ში საქმიანობის დაწყებამდე, ნატალი მუშაობდა სტატისტიკის ექსპერტად “ჰელიოს ფარმში”, სადაც უძღვებოდა კომპანიის გაყიდვების სტატისტიკის ანალიზის განყოფილებას. ნატალი ჯავახიშვილის სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს მონაცემთა შეგროვების და ანალიზის საქმიანობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტუდენტურ პროექტში.
ნატალი ჯავახიშვილს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი, აგრეთვე, მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სკოლაში.
მშობლიურ ქართულთან ერთად, ნატალი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
განათლება
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, 2015, ბაკალავრის ხარისხი
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის ფაკულტეტი, 2017, მაგისტრის ხარისხი
ენები
ქართული
ინგლისური
რუსული