ჩვენ ვუწევთ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო შესაბამისობის დადგენისა და საკონსულტაციო მომსახურებას კლიენტებს 30-ზე მეტი იურისდიქციიდან სამ ძირითად ადგილას – საქართველო (თბილისი), გაერთიანებული სამეფო (ედინბურგი), ლატვია (რიგა). SBC Audit სთავაზობს კლიენტებს მაღალი დონის მომსახურებას და პროფესიონალთა გუნდს, რომელიც მუდმივად აღწევს დასახულ მიზნებს. ჩვენმა გუნდმა წარმოადგინა მრავალი კლიენტი კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხებში, ჩაატარა ფინანსური ანგარიშგების აუდიტი მრავალი ინდუსტრიის მიმართულებით და საგადასახადო შესაბამისობა უზრუნველყო ნაციონალური და ტრანსნაციონალური კომპანიებისათვის. განურჩევლად კლიენტი ბიზნეს სუბიექტის ზომისა და საჭიროებისა, ჩვენი პროფესიონალები უზრუნველყოფენ მათი საქმიანობის სრულ შესაბამისობას კანონმდებლობასთან, აუდიტორული და საგადასახადო მომსახურების სათანადოდ გაწევას.

ჩვენ ვიაზრებთ, რომ ჩვენი საქმიანობა გადამწყვეტია კლიენტის რეპუტაციისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენს მისიას წარმოადგენს კლიენტებისათვის სრულყოფილი მომსახურების მიწოდება. SBC Audit აადვილებს კომპლექსურ საკითხებს იმისათვის, რომ კლიენტებმა შეძლონ ინვესტირება, უსაფრთხოდ მუშაობა, ისიამოვნონ ჩვენს გუნდთან თანამშრომლობითა და მიღებული შედეგებით.

Back to top