● სავალდებულო ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
● ნებაყოფლობითი ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
● საგადასახადო შესაბამისობის დადგენა & საგადასახადო საკითხებში დახმარება
● საგადასახადო დავებში წარმომადგენლობა
● ფინანსური რჩევების გაცემა
● ბუღალტრული მომსახურება
● ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება
● პროექტების ფინანსური დაგეგმვა
● ბიზნესის შეფასება
სავალდებულო ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
SBC Audit სთავაზობს კლიენტებს სავალდებულო ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურების ფართო სპექტრს. სავალდებულო აუდიტის ჩატარების მოთხოვნები წარმოდგენილია 2016 წლის 8 ივნისის კანონში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ.“ ჩვენი პროფესიონალები ამზადებენ ფინანსურ ანგარიშებს IFRS-ის (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები) შესაბამისად.
მეოთხე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
● აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;
● შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;
● საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.
მესამე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
● აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება;
● შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება;
● საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.
მეორე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
● აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს აღემატება;
● შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება;
● საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება.
პირველი კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
● აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს აღემატება;
● შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება;
● საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება.
საზოგადოებრივი დაინტერესების პირი („სდპ“) – იურიდიული პირი, რომელიც არის კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ანგარიშვალდებული საწარმო „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, არასახელმწიფო საპენსიო სქემის, საინვესტიციო ფონდების დამფუძნებელი, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ სდპ-ად განსაზღვრული პირი.
წარმოდგენილი ცხრილი აჩვენებს თუ რა ვალდებულებები აქვთ ბიზნეს სუბიექტებს:
კატეგორია | ბუღალტერიის & ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი | ფინანსური ანგარიშგების მომზადება | ფინანსური ანგარიშგების წარდგენა | ფინანსური ანგარიშგების დასკვნების გამოქვეყნება*** | ფინანსური ანგარიშგების აუდიტი | ხელმძღვანელობის ანგარიში | სახელმწიფოსთვის გადახდილი თანხების ანგარიში |
საზოგადოებრივი დაინტერესების პირი („სდპ“) | IFRS სტანდარტი | სავალდებულო | სავალდებულო | სავალდებულო | სავალდებულო | სავალდებულო | სავალდებულო |
პირველი კატეგორია (I) | IFRS სტანდარტი | სავალდებულო | სავალდებულო | სავალდებულო | სავალდებულო | სავალდებულო | სავალდებულო |
მეორე კატეგორია (II) | IFRS სტანდარტი მცირე და საშუალო ბიზნეს-სუბიექტებისთვის (SME) | სავალდებულო | სავალდებულო | სავალდებულო | სავალდებულო | სავალდებულო | არასავალდებულო |
მესამე კატეგორია (III) | "IFRS სტანდარტი მცირე და საშუალო ბიზნეს-სუბიექტებისთვის (SME)" | სავალდებულო | სავალდებულო | სავალდებულო | არასავალდებულო | არასავალდებულო | არასავალდებულო |
მეოთხე კატეგორია (IV) | სპეციალური ბუღალტრული წესები | სავალდებულო | სავალდებულო | არასავალდებულო | არასავალდებულო | არასავალდებულო | არასავალდებულო |
არაკომერციული იურიდიული პირები | სპეციალური ბუღალტრული წესები | სავალდებულო | არასავალდებულო | არასავალდებულო | არასავალდებულო | არასავალდებულო | არასავალდებულო |
*მეოთხე კატეგორიის საწარმოს უფლება აქვს გამოიყენოს IFRS სტანდარტი მცირე და საშუალო ბიზნეს-სუბიექტებისთვის (SME) საკუთარი გადაწყვეტილებით.
**ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნება სავალდებულოა ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურების გაწევისას.
***ბიზნეს სუბიექტები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ბუნებრივ წიაღისეულთან (მათ შორის ნავთობისა და გაზის მოპოვებასთან), ხე-ტყის მოპოვებასთან ვალდებულნი არიან მოამზადონ და წარადგინონ სახელმწიფოსთვის გადახდილი თანხების ანგარიში.
გაფრთხილება: წარმოდგენილი ცხრილი არ არის სრულყოფილი. მისი მიზანია წარმოადგინოს ზოგადი მიმართულებები და კონკრეტული მოთხოვნები უნდა დადგინდეს SBC Audit-ის გუნდთან კონსულტაციით.
ნებაყოფლობითი ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
SBC Audit გთავაზობთ ნებაყოფლობითი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურებას, რაც შესაძლოა ჩატარდეს საქართველოში რეგისტრირებული ან/და ოპერირებადი ბიზნეს სუბიექტების დირექტორების, მინდობილი პირების ან პარტნიორების მოთხოვნით. არასავალდებულო აუდიტს შეუძლია შეაფასოს თუ როგორ ფუნქციონირებს ბიზნესი ფინანსური კუთხით ან გამოკვეთოს საკითხები, რომლებიც საჭიროებს შემდგომ ყურადღებას/გადაჭრას. ნებაყოფლობითი ფინანსური ანგარიშგების აუდიტი არის საუკეთესო მექანიზმი ბიზნესის გაყიდვისას ინვესტორებისთვის/მყიდველისთვის დამოუკიდებელი პროფესიონალების აზრის მისაწოდებლად კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. აუდიტის დასკვნა ასევე შესაძლოა გახდეს საფუძველი დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიების ინსტიტუციური თუ კერძო დამფინანსებლებისგან, ვინაიდან იგი არწმუნებს ინვესტორებს/კრედიტორებს კომპანიის კარგ ფინანსურ მდგომარეობაში.
საგადასახადო შესაბამისობის დადგენა და საგადასახადო საკითხებში დახმარება
SBC Audit ყველა ტიპის ბიზნეს სუბიექტებს და გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს გთავაზობთ საგადასახადო შესაბამისობის დადგენისისა და საგადასახადო საკითხებში დახმარების მომსახურებას. ჩვენი პროფესიონალები წარმოადგენენ სტრატეგიას ან/და მუშაობის სქემას, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური მონაცემების მაქსიმალურ ზრდას, მოგების მაქსიმიზაციას, რისკების მართვას და აქტივის შექმნას. ინდუსტრიის სპეციფიკის გააზრებით, პროფესიონალ საგადასახადო ექსპერტთა ჯგუფით, კრეატიული და ინოვაციური მიდგომებით, ჩვენი გუნდი გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:
● საგადასახადო დაგეგმვა, საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული შესაძლებლობების გამოყენებით;
● საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა;
● წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
● პროფესიონალური საგადასახადო რჩევების გაცემა და კონსულტაცია ზოგად საგადასახადო საკითხებზე;
● კლიენტების კორპორაციული საგადასახადო სტრატეგიების სისუსტეების გამოვლენა;
● საგადასახადო შესაბამისობის უზრუნველყოფა ქართულ და საერთაშორისო მოთხოვნებთან;
● საგადასახადო შეღავათებით ეფექტური სარგებლობის უზრუნველყოფა;
● საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ცვლილებების შესახებ კლიენტების ინფორმირება და მათი საქმიანობის ცვლილებების შესაბამისობაში მოყვანა;
საგადასახადო დავებში წარმომადგენლობა
ჩვენს საგადასახადო ექსპერტებს აქვთ მრავალმხრივი გამოცდილება სსიპ შემოსავლების სამსახურში მუშაობისა და საგადასახადო დავების გადაწყვეტის მიმართულებით. ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს მიაღწიონ მაქსიმალურად ეფექტურ და ფინანსურად მომგებიან პრობლემის გადაჭრის გზას საგადასახადო დავების გადაწყვეტისას. ჩვენი მიზანია, რომ მინიმიზდეს საგადასახადო ტვირთი, შემცირდეს სტრესი და აღმოიფხვრას ხელშემშლელი გარემოებები დავებში მონაწილეობისას. ჩვენი პროფესიონალები დაგეხმარებიან საგადასახადო დავის მთელი პროცესის განმავლობაში, დაწყებული საგადასახადო შემოწმებით, მასში მონაწილეობით, ხელახალი და პარალელური გაანგარიშების წარმოებით, დავების განხილვებისას წარმომადგენლობით შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განმხილველ საბჭოში.
ფინანსური რჩევების გაცემა
ჩვენი პროფესიონალები გთავაზობენ საკონსულტაციო მომსახურებას, რაც მოიცავს ექსპერტული რჩევების, მოსაზრებებისა და სტრატეგიების გაზიარებას კლიენტებისათვის ფინანსური და ოპერაციული მიზნების მიღწევისათვის. SBC Audit-ის გამოცდილი გუნდი კლიენტებს ეხმარება უკეთესი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც გაზრდის მათ მოგებასა და საოპერაციო სახსრებს, აირიდებს პოტენციურ პრობლემებს. მოცემული ფინანსური რჩევების/კონსულტაციის გაცემის სერვისი წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგებისა და საგადასახადო დეკლარაციების მიღმა არსებულ სერვისს, რომელიც შეისწავლის ბიზნეს სუბიექტის ფინანსურ მდგომარეობას, მის სამომავლო პერსპექტივას და წარმოადგენს რჩევებს და მოსაზრებებს მოგების გაზრდისათვის.
ბუღალტრული მომსახურება
ჩვენ გთავაზობთ ყოვლისმომცველ ბუღალტრულ მომსახურებას, რაც შესაძლებლობას აძლევს კლიენტებს მოახდინონ მოგების მაქსიმიზაცია და უზრუნველყონ ბიზნესის ზრდა. ჩვენი პროფესიონალები გაგიწევენ ბუღალტრულ და მასთან დაკავშირებულ სერვისებს:
● სახელფასო აღრიცხვა;
● მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვა;
● ინვოისების შედგენა/აღრიცხვა/მიმაგრება;
● ფინანსური ანგარიშგების მომზადება, შეკრება და კომპილაცია;
● ბუღალტრული აღრიცხვა IFRS-ისა და U.S. GAAP სტანდარტების შესაბამისად;
● ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაცია;
● ხელმძღვანელობის ანგარიშის და პერიოდული ფინანსური ანალიზის მომზადება;
● IFRS-ის სტანდარტის გამოყენების მეთოდური დოკუმენტის შემუშავება და იმპლემენტაცია;
● ბუღალტრული პროგრამის შემუშავება და დანერგვა;
● ბიუჯეტირება და ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება;
● ზოგადი ბიზნეს კონსულტაცია: საუკეთესო მიდგომების ანალიზი.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება
SBC Audit სთავაზობთ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურების სერვისს სატენდერო პროცესში ჩართულ კომპანიებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანების („გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“) თანახმად, სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურების დასაბუთების ვალდებულება აქვთ ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე გამარჯვებული პრეტენდენტს, თუკი მის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე. SBC Audit-ის პროფესიონალთა გუნდი ახორციელებს კლიენტი კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას და შესაბამისი დასკვნის უმოკლეს ვადაში მომზადებას.
პროექტების ფინანსური დაგეგმვა
ჩვენი პროფესიონალები აწვდიან კლიენტებს ფინანსური დაგეგმვის სერვისს, რაც გულისხმობს პროექტის ბუღალტერიის წარმოებას/შექმნას დაფინანსებისას მიღებისას გრძელვადიანი პროექტებისათვის. აღნიშნული მოიცავს პროექტების ფინანსური ასპექტის მენეჯმენტს, როგორიცაა ხარჯების, შემოსავლებისა და მოგების დაგეგმვა/განხორციელება. ჩვენი გუნდი კომპლექსურად უდგება პროექტის დაგეგმვას, შეფასებას, ბიუჯეტის მომზადებას, ფინანსირების განაწილებას, კომერციულ და ფინანსურ სტრუქტურირებას საპროექტო ნაწილების, მისი დანახარჯების მართვასა და აღრიცხვას.
ბიზნესის შეფასება
SBC Audit სთავაზობს კლიენტებს ბიზნესის შეფასების სერვისს, რაც შესაძლებლობას მისცემთ შეაფასონ კომპანიის ღირებულება მისი გაყიდვის პროცესში, საერთაშორისო ტრანზაქციის განხორციელებისას, გამოსყიდვისას, შერწყმისას ან პროექტების ფინანსირებისას.